დღეს ორმაგი სიხარულის დღეა.... ჯერ ერთი მთავრდება ჩვენი ტანჯვა და მეორე ნასწავლმა შედეგი გამოიღო.... როცა საქმეს აკეთებ, რომელიც იცი, ყოველთვის სასიამოვნოა, ბევრი რამე ვისწავლე, რომელსაც ნამდვილად გამოვიყენებ არა მარტო პროექტზე მუშაობის დროს, არამედ სხვა გაკვეთილზეც. ვისწავლეთ უპირველეს ყოვლისა რას ნისნავს პროექტი, როგორ ვიმუშაოთ პროექტზე, როგორ შევქმნათ მასალა პროექტისთვის, როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მე ამისთვის სისტემატიურად გამოვიყენებ ჩემს მიერ შექმნილ პორთფოლიოს და მუდმივი ურთიეთობა მექნება ბლოგერებთან, სიახლეების გაზიარების მიზნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий